Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ყველაზე ეკომეგობრულმა ავიაკომპანიამ, წარადგინა მნიშვნელოვანი სიახლე მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისებთან დაკავშირებით. ავიაკომპანიამ გააუქმა პრემიუმ სატელეფონო ხაზი, რათა მომხმარებლებს დამატებითი გადასახადების გადახდა არ მოუწიოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შესაბამისი საკომუნიკაციო ნომრის გასაგებად, გთხოვთ, ეწვიოთ Wizz Air-ის დახმარების ცენტრს, სადაც ზარების საფასური ადგილობრივი ტარიფების მიხედვით განისაზღვრება.
სწრაფი და მარტივი მხარდაჭერის მისაღებად ავიაკომპანია მომხმარებლებს ურჩევს გამოიყენონ ონლაინ თვითმომსახურების პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში. პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ თავიანთი ჯავშნები, მიიღონ ინფორმაცია ფრენების შესახებ, განახორციელონ ცვლილებები, მოითხოვონ თანხის დაბრუნება ან მოაგვარონ დაგვიანებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები.
მომხმარებლებს ასევე 24/7-ზე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ჯავშნების, ფრენის სტატუსის, ბარგისა და WIZZ-ის მომსახურებების შესახებ ონლაინ ჩატბოტის, ამელიას დახმარებით. უფრო კომპლექსური შეკითხვებისთვის კი, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ ჩატის აგენტებთან დაკავშირება, რომლებიც მუდამ არიან მზად მომხმარებლების დასახმარებლად. ონლაინ ჩატი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
მომხმარებელთა მომსახურება Wizz Air-ისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, რის გამოც ავიაკომპანია მუდმივად მუშაობს ინოვაციური მეთოდების დასანერგად, რათა მგზავრებს კიდევ უფრო გაუმარტივოს და გაუუმჯობესოს გამოცდილება. გასულ წელს, Wizz Air-მა წარადგინა Amelia Voice Service-ი, რომელიც მომხმარებლებს ავტომატურად აწვდის განახლებებს მათი ჯავშნის შესახებ. ეს სერვისი მათ აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ინსტრუქციებს ფრენის შეფერხების შემთხვევაში.
ბოგლარკა შპაკი, მომხმარებელთა გამოცდილების სამსახურის ხელმძღვანელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი მომხმარებლები უზრუნველვყოთ საუკეთესო მგზავრობის გამოცდილებით. მომხმარებელთა მომსახურება ყოველთვის იყო ჩვენი ავიაკომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულება. ახალი ცვლილება იმ გაუმჯობესებების მხოლოდ ერთი მაგალითია, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციებში ინვესტირებას იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოში ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ.”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 226 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.