დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მთლიანი შემოსავალი 2024 ფინანსურ წელს, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის გამო, 80 მილიონი ევროთი შემცირდა.
რეგიონში ვითარების გაუარესებამ გამოიწვია Wizz Air-ის ფრენების სრული გაუქმება ისრაელში 2023 წლის ოქტომბერში. ამის გამო ავიაკომპანიას მოუწია თავისი გამტარუნარიანობის 6%-ის გადამისამართება სხვა ბაზრებზე.
ასევე, ომის გამო, Wizz Air-მა შეამცირა ფრენების რაოდენობა ახლომდებარე ქვეყნებში – იორდანიასა და ეგვიპტეში, რაც შეადგენდა ავიაკომპანიის მთლიანი გამტარუნარიანობის 3%-ს.
ფლოტის სწრაფმა გადანაწილებამ სხვა მიმართულებებზე, ფრენების დატვირთვაზე და შესაბამისად, გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე, უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ ასევე უარყოფითი გავლენა Wizz Air-ის დამატებითი სერვისების გაყიდვიდან მისაღებ შემოსავლებზე.
Wizz Air-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები 2024 წლის მარტში განაახლა, მაგრამ ომამდელ დონეებთან შედარებით შეზღუდული რაოდენობის მარშრუტებით.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იძულებული გახდა ბილეთები უფრო მაღალ ფასებში გაეყიდა, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში თელ-ავივის აეროპორტში მხოლოდ ძვირადღირებული ტერმინალი 3 მუშაობდა საკმაოდ მაღალი საფასურით.
ივნისის დასაწყისიდან ისრაელის მთავარმა აეროპორტმა გახსნა ტერმინალი 1, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება აღნიშნული ტერმინალი ავიაკომპანიებს შედარებით დაბალი ტარიფებით ემსახურება, რამაც ბილეთების ფასი 14 დოლარით უნდა შეამციროს.
შენიშვნა: Wizz Air-ის ფინანსური წელი არ ემთხვევა კალენდარულ წელს. ავიაკომპანიის 2024 ფისკალური წელი დაიწყო 2023 წლის 1 აპრილს და დასრულდა 2024 წლის 31 მარტს.