უნგრულმა „ლოუკოსტერმა“ Wizz Air -მა Wizz Priority-სა და ბარგის რეგისტრაციის ტარიფი გაზარდა.

პრიორიტეტული ჩასხდომის (Wizz Priority) სერვისის ფასი 5-დან 15 ევროს ფარგლებში იყო, ახალი სატარიფო გეგმით კი ფასი 5-დან 17 ევრომდე გაიზარდა.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ტარიფი. ცოტახნის უკან Wizz Air-ზე 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ტარიფი 7 დან 12 ევრომდე იყო, ახლა უკვე 9-დან 27 ევრომდეა (ფასი დამოკიდებულია მიმართულებაზე და თარიღზე). შესაბამისად, მგზავრს ბარგზე 2-15 ევროთი მეტის გადახდა უწევს.

ტარიფების ცვლილება ძალაში უკვე შევიდა.