უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ათენი-ქუთაისი-ათენის საჰაერო ხაზზე სპეციალური რეისი განახორციელა საბერძნეთიდან საქართველოში 180 მგზავრი ჩამოიყვანა. აეროპორტში თერმოსქრინინგის შედეგ, მგზავრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც 14 დღეს დარჩებიან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკარანტინე სივრცეში მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსებით აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Georgian Bus-ის მიერ განხორციელდა.
აღსანიშანვია, რომ ივლისში Wizz Air-მა საქარველოს მიმართულებით 2 სარეპატრიაციო რეისი განახორციელა და საქარველოს მოქალაქეები საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან სამშობლოში დააბრუნა.