უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ახალი ეკოლოგიური გადასახადი დააწესა, რომლის გადახდაც მგზავრებისთვის ნებაყოფლობითია.
ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ ინიციატივა საშუალებას აძლევს მოგზაურს, დაინგარიშოს ფრენის გავლენა გარემოზე და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი გაანეიტრალოს.
მონაცემების გაანგარიშებისთვის Wizz Air-მა შესაბამისი კალკულატორიც გამოაქვეყნა. შესაბამისი მონაცემის მისაღებად მგზავრმა უნდა მიუთითოს მარშრუტი, ან რეისის ნომერი და მგზავრების რაოდენობა.
ამის შემდეგ, კი სისტემა თავად დაიანგარიშებს და აჩვენებს, თუ რამდენი საწვავი გამოიყენება თითოეული ადამიანის ტრანსპორტირებისთვის, რა მოცულობის ნახშირორჟანგი გამოყოფა და ასეთ ვითარებაში რამდენია გამონაბოლქვების განეიტრალების ღირებულება.