Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, აჩქარებს საავიაციო ქსელის ზრდას მე-200 თვითმფრინავის დამატებით.
A321 neo თვითმფრინავი განთავსდება ლონდონის ლუტონის აეროპორტში, რაც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის მუდმივ სანდოობას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. თვითმფრინავი პირველად ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან რუმინეთში, ბაკაუში გაემგზავრა.
100 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების თვითმფრინავი ხელს შეუწყობს მგზავრების გადაადგილებას ლონდონის ლუტონიდან 59 მიმართულებით, მათ შორის ახლახან დამატებულ მარშრუტებზე ზალცბურგსა და კაიროში.
A321 neo თვითმფრინავი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და გთავაზობთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ბენეფიტებს. ამჟამად თვითმფრინავს შეუძლია ფრენა 50%-მდე SAF ნაზავით, უზრუნველყოფს ხმაურის თითქმის 50%-ით დახშობას, საწვავის მოხმარებისა და ნახშირბადის ემისიების 20%-ით და აზოტის ოქსიდის ემისიების 50%-ით შემცირებას. ახალი თვითმფრინავის დამატებით Wizz Air-ის გაერთიანებული სამეფოს ფლოტის საშუალო ასაკი 2,07 წლიდან 1,97 წლამდე შემცირდება, რაც მას ევროპაში ყველაზე ახალგაზრდას გახდის.
2023 წელს მგზავრების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების შემდეგ, Wizz Air აგრძელებს ქსელის ზრდას. ავიაკომპანიას 300-ზე მეტი A321 neo თვითმფრინავი აქვს შეკვეთილი.
„Wizz Air-ისთვის გაერთიანებული სამეფოს ბაზარი პრიორიტეტულია და ჩვენ მოხარული ვართ ახალი თვითმფრინავის გაერთიანებული სამეფოს ავიაფლოტში დამატებით. ჩვენ მხოლოდ უახლეს და საუკეთესო ტექნოლოგიაში ვახორციელებთ ინვესტიციას. ახალი A321 neo თვითმრინავი ჩვენს ფლოტს უფრო თანამედროვეს და კომფორტულს გახდის და ამავდროულად დაგვეხმარება გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას ფრენებზე ევროპის მიმართულებით და ახალი ავიახომალდი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაში ლონდონიდან საყვარელი ევროპული მიმართულებებით საუკეთესო ფასად“, – აცხადებს Wizz Air UK-ის მმართველი დირექტორი მარიონ ჯეფროი.
Wizz Air-ის მიერ დიდ ბრიტანეთში ამჟამად დასაქმებულია 850-მდე ადამიანი.
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 200 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 წლის მარტსთვის. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია 2020 წელს დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც „წლის ავიაკომპანია“ ATW-ს მიერ, 2019 და 2023 წლებში. Wizz Air აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards-ის მიერ 2021-2023 წლებში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.