ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყველაზე დაბალბიუჯეტიან და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-მა 2 წუთიანი ვიდეორგოლი წარმოადგინა, სადაც Airbus A321neo-ის აწყობ, შეღებვა, დაბრენდვა და ტესტირებაა აღბეჭდილი.

ავიაკომპანიამ გადაღებები თვითმფრინავის აწყობის პროცესიდან, ანუ Airbus-ის ჰამბურგის საწარმოდან დაიწყო. მთლიანობაში Wizz Air-ი 184 ერთეულ Airbus A321neo-ს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air -ის ავიაფლოტს ჰამბურგში დამზადებული Airbus A321NEO რამდენიმე დღის წინ შეემატა. ახალი თაობის Airbus A321neo თვითმფრინავი აღჭურვილია ორი Pratt & Whitney GTF ძრავით, აღჭურვილია 239 ერთადგილიანი კონფიგურაციის სალონით და  Wizz Air-ის მაქსიმალურ მოქნილობას, საწვავის ეფექტურობასა და დაბალ საოპერაციო ხარჯებს სთავაზობს.

Wizz Air-ი ევროპის გარშემო 108 Airbus A321 და A320 თვითმფრინავებით ოპერირებს. ხოლო 5 A321ceo, 256 A321neo და A320neo მოდელების შეკვეთით,  Wizz Air-ი Airbus-ის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება.

A320neo და Airbus-ის „ოჯახის“ სხვა თვითმფინავები უახლესი თაობის ძრავებითაა აღჭურვილი, რომლებიც 50%ით ამცირებს ხმაურს და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გარემოსდაცვითი კუთხითაც, Pratt and Whitney‘s GTF ძრავს ნამდვილად შესწევს უნარი საწვავის წვა 16%ით შეამციროს, აზოტის ოქსიდის ემისიები კი 50%ით.