Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 2024 წელს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – თითქმის 63 მილიონმა მგზავრმა აირჩია Wizz Air-ი, რაც ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მგზავრთნაკადის მაჩვენებელია.
2024 წელს Wizz Air-მა 100-მდე ახალი მარშრუტი დაამატა და 34 ახალი თვითმფრინავი მიიღო, რამაც ფლოტის ზომა 15%-ით გაზარდა. ავიაკომპანიის 226 თვითმფრინავიდან 146 უახლესი Airbus A320/21neo მოდელია, რომლებიც თავის კლასში საუკეთესო მდგრადობის მახასიათებლებით გამოირჩევიან. Wizz Air-ის ოპერაციების 65% ამ ინოვაციური ხომალდებით სრულდება.
2025 წელს და 2026 წლის დასაწყისში Wizz Air-ის ფლოტს 50 ახალი Airbus A321neo და A321XLR თვითმფრინავი დაემატება. ამ ნაბიჯით, კომპანიის ფლოტში უახლესი ტიპის თვითმფრინავების წილი 77%-ს მიაღწევს, რაც უფრო მეტად განამტკიცებს Wizz Air-ის საწვავის ეფექტიან ოპერაციებსა და ბაზრის ლიდერის პოზიციას მდგრადობის მიმართულებით.
Wizz Air-მა 2024 წელს განრიგით გათვალისწინებული რეისების 99.5% შეასრულა – ეს შედეგი ევროპულ ავიახაზებს შორის მესამე საუკეთესოა და ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. ავიაკომპანიამ ფრენების დროულობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ევროპის დაბალბიუჯეტიან ავიახაზებს შორის მეორე ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია გახდა.
მომხმარებელთა მხარდაჭერის გაუმჯობესების მიზნით, Wizz Air-მა სამჯერ გაზარდა Help Centre-ების სიმძლავრე, შეფერხებების დროს მგზავრების დასახმარებლად დანერგა 24 საათიანი ხმოვანი ასისტენტი, Amelia და დაამატა ახალი პლატფორმა ვებგვერდზე wizzair.com.
Wizz Air-ი ამაყობს მდგრადობის მიმართულებით მიღებული აღიარებებით: 2024 წელს CAPA-მ ავიაკომპანია EMEA რეგიონის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრად ავიახაზების ჯგუფად დაასახელა, World Finance-ი კი Wizz Air-ს „ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით საუკეთესო ავიაკომპანიად” და „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“ უკვე მეოთხე წელია უწყვეტად ასახელებს.
Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერია 21%-იანი წილით, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისი წილი 87%-ს აღწევს. ავიაკომპანია 15 ქვეყნის 26 მიმართულებით დაფრინავს, მან 2024 წელს რეისების შესრულების 99.9%-იანი მაჩვენებელს მიაღწია. გარდა ამისა, Wizz Air-მა გააუმჯობესა ფრენების დროულობის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კომპანიის მაღალი ხარისხის მომსახურებას.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი, ოლივია ჰარანგოზო:
„მოხარულები ვართ, რომ 2024 წელი რეკორდული მგზავრთნაკადის მაჩვენებლით დავასრულეთ. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მგზავრს, ვინც Wizz Air-ი აირჩია გასულ წელს. ვამაყობთ, რომ ოპერაციული მაჩვენებლები და მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და ამ მიმართულებებით დიდ ინვესტიციებს კვლავ განვახორციელებთ. საქართველო Wizz Air- ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წელს უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ქართველ მოგზაურებს და დავაკავშირებთ მათ კიდევ უფრო მეტ საინტერესო მიმართულებასთან.”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 226 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.