ავიაკომპანია Wizz Air-მა 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 637,3 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის ოპერაციულმა ხარჯებმა 602.8 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 21.4 მლნ ევრო.
უფრო კონკრეტულად კი Wizz Air-მა 336,3 მლნ ევროს შემოსავალი ბილეთების რეალიზაციიდან, ხოლო 301,1 მლნ ევრო დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან მიიღო.
2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ავიაკომპანია 10 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო რეისების საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტმა 92,5%-ი შეადგინა. ავიაბილეთის საშუალო ტარიფი 33,63 ევრო იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 35,94 ევრო.
ასევე, Wizz Air-მა დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან თითო მგზავრიდან საშუალოდ 30,1 ევრო მიიღო, სადაც ბარგის ტარიფი მხოლოდ 5,3 ევროა.
შესაბამისად, 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში Wizz Air-მა თითოეული მგზავრიდან საშუალოდ 63,73 ევრო მიიღო.
იმავდროულად, საშუალოდ 1 635 კილომეტრიან რეისზე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერაციულმა ხარჯმა მგზავრზე 60.28 ევრო შეადგინა.