Wizz Air-ის თვითმფრინავში მგზავრმა კაბინაში მოშარდა. როგორც უცხოური მედია წერს, ქალბატონმა ტუალეტით სარგებლობას მოითხოვა, თუმცა მას აუხსნეს, რომ საპირპარეშოთი ვერ ისარგებლებდა ვინაიდან თვითმფრინავის საწვავით შევსების პროცესი მიმდინარეობდა.
უცხოურმა მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქალბატონმა თვითმფრინავის იმ კაბინაში მოშარდა, სადაც საჭმელს ამზადებენ. მის ირგვლივ ტუალეტის ქაღალდის დიდი რულონი და შარდის „ტბა“ დგას. ამავდროულად ქალბატონი ტელეფონზე საუბრობს და ადრესატს უხსნის, როგორ ამ მისცეს ტუალეტში შესვლის უფლება.
„უნდა დამეხმარო. ვთხოვე მათ, რომ ტუალეტში მინდოდა, მაგრამ არ მომცეს ამის უფლება. ამიტომ პირდაპირ მათ თვალწინ მოვშარდე. პოლიცია მოდის, ჩემი ბრალია.“
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის საწვავით შევსების პროცესში მგზავრებს თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. რა მოხდა ინციდენტის შემდეგ, ინფორმაცია არ ვრცელდება.