ავიაკომპანია Wizz Air-ის საჰაერო ხომალდს, რომელიც ქუთაისი-პრაღის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. მგზავრების განმარტებით, აფრენიდან მალევე მათ გაიგონეს ძლიერი ხმა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ თვითმფრინავს „მეხის დამცავი სისტემა დაუზიანდა”, რის გამოც გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითმფრინავი პილოტმა ისევ ქუთაისის აეროპორტში დააბრუნა.
მთავარი ავიაკომპანიები Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისი-პრაღის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა