ავიაკომპანია Wizz Air-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც უამინდობის გამო ქუთაისის ნაცვლად თბილისში დაჯდა, ქუთაისის მიმართულებით ფრენას 17:30 საათზე გადაფრინდება და მგზავრებს დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ მილანი-ქუთაისის რეისის თბილისში დაჯდომის მიზეზი დასავლეთ საქართველოში  ძლიერი ქარი, წვიმა და დაბალი ხილვადობა გახდა. საჰაერო ხომალდმა გურიის თავზე რამდენიმე წრე დაატყდა და საბოლოდ თბილისში დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო.