ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ვარადი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობზე იმსჯელეს.

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 10 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 22 მიმართულებით დაფრინავს.

https://www.facebook.com/AirportsGeorgia/videos/3461824687371394