ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ფლოტში დაამატა პირველი თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია Airbus-ის უახლესი Airspace სალონით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ეხმიანება ავიაკომპანიის მისწრაფებას, შესთავაზოს მგზავრებს უფრო კომფორტული, დახვეწილი და თანამედროვე გარემო მოგზაურობისთვის.
Airspace სალონი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესოს ბორტზე მგზავრობის გამოცდილება. მასში ინტეგრირებულია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი განათების სისტემა, რომელიც სხვადასხვა რეჟიმს მოიცავს და ოპტიმიზირებულია ფრენის სხვადასხვა ეტაპისთვის, როგორებიცაა ჩასხდომა, კვება, დასვენება და ძილი. განათების ეს სქემები შექმნილია მგზავრებისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად.
ახალი თვითმფრინავი მგზავრებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინის, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ საპირფარეშოებს. თვითმფრინავში განახლებულია ბარგის განყოფილებები, რაც მგზავრებს მეტი ბარგის განთავსების საშუალებას აძლევს.
Wizz Air-ი არის პირველი ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელმაც კომფორტული მგზავრობის უზრუნველსაყოფად თავის თვითმფრინავებში დანერგა Airspace სტანდარტული ბარგის სათავსოები. ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ფარგლებში, სალონში დაემატა ბრაილის შრიფტით შესრულებული ნიშნები, რაც ვიზუალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს რიგის ნომრებისა და საპირფარეშოების იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის ერთგულებას ინკლუზიურობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მიმართ.
Wizz Air-ის კომერციისა და ოპერაციების მთავარი ხელმძღვანელი, მაიკლ დელეჰანტი:
“ფლოტში Airbus-ის Airspace სალონით აღჭურვილი თვითმფრინავის დამატება Wizz Air-ის მგზავრობის სტანდარტებს ახალ დონეზე აყენებს. ეს განახლებული დიზაინი, თავისი უახლესი ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, უზრუნველვყოთ საუკეთესო მგზავრობის გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.”
ავიაკომპანია Wizz Air-ისთვის პრიორიტეტად რჩება მგზავრებისთვის კომფორტული, ინოვაციული და ხელმისაწვდომი გამოცდილების შეთავაზება, სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ავიაკომპანიის მომავალი ფლოტის სტანდარტსაც.

Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოს ათ უმწვანეს ავიაკომპანიას შორის airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2019 და 2023 წლებში Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულ იქნა წლის ავიაკომპანიად. Wizz Air-მა 2021-2023 წლებში მიიღო “ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის” ტიტული და 2024 წელს World Finance Sustainability Awards-ის მიერ “ნახშირბადის ემისიების შემცირების საუკეთესო ავიაკომპანიად” დასახელდა. Wizz Air-მა ასევე მიიღო “EMEA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის წლის ავიაკომპანიის ჯგუფის” ჯილდო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2024-ის მიერ.