Wizz Air-ი ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს. ავიაკომპანიამ უკვე დაანონსა ქუთაისიდან ნიცას მიმართულებით ფრენების დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდა. ახალი მიმართულებებით ბილეთები უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ wizzair.com-ზე, მათი ფასი 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან იწყება.

Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის, მეოთხე და მეხუთე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსებისა და 12 ახალი მიმართულების დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ, Wizz Air განაგრძობს მასშტაბურ გაფართოებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის ივლისში ქუთაისიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას გთავაზობთ.

შუასაუკუნეების დახვეწილობა და ელეგანტურობა ბოლონიას მართლაც განსაკუთრებულ ქალაქად ხდის. ორი განსხვავებული ნაწილით, ერთ მხარეს შრომისმოყვარე, მაღალტექნოლოგიური ქალაქია, სადაც ოპერის ბრწყინვალე თეატრებიდან ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში გადადის ხალხი, მეორე კი არის პოლიტიკურად დატვირთული ქალაქი, სადაც მდებარეობს მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი და განთქმულია გრაფიტისგან შემკული მოედნებით.

კიოლნი (Köln) გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია, რომელიც უამრავ გასართობს და ღირსშესანიშნაობას გთავაზობთ, რომელთაგან გამორჩეული კიოლნის ცნობილი კათედრალია, განთქმული თავისი სიდიადითა და მისტიურობით, რომლის მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. ქალაქის მუზეუმები ნამდვილად საოცნებოა ყველა ხელოვნების მოყვარულისთვის, თუმცა აქ არც შოკოლადის, სპორტისა და ისტორიის ფანები დარჩებიან იმედგაცრუებული. კიოლნის მოსახლეობა ცნობილია ლიბერალიზმით, ცხოვრების სიყვარულითა და მეგობრული განწყობით სტუმრებისადმი, აქ ძალიან მარტივია გაერთო უცნობ ადამიანებთან ერთად და კარგი დრო გაატარო Altstadt- ის ლუდის დარბაზებში ან კარნავალის დროს.

Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებას 2019 წლის 12 დეკემბრიდან იწყებს, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირის კვირაში 4-მდე ზრდას კი 2019 წლის ნოემბრიდან.

ორ ახალ მიმართულებასთან ერთად უკვე WIZZ ქუთაისიდან 19 ქვეყანაში 41 მიმართულებას გთავაზობთ.

საქართველოსა და ევროპის წამყვანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. დღეს 2 ახალი მიმართულების დაანონსება დამატებით 94 ათას, საერთო ჯამში კი 1,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცემს მოგზაურობის საშუალებას. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერირება მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, საავიაციო და ტურიზმის სექტორში დასაქმების ზრდას და დამატებით 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას 2020 წელს.“სიამაყით მინდა გაცნობოთ ორი ახალი მიმართულების, კიოლნისა და ბოლონიის დამატება და ქუთაისი-მილანის ფრენების სიხშირის ზრდა.  როგორც საქართველოს ნომერ პირველი ავიაკომპანია, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნიცაში უკვე გამოცხადებული მარშრუტი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. Wizz Air აგრძელებს სტაბილურ ზრდას და გარდა იმისა, რომ მოგზაურებისთვის დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობების ქმნის, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნას როგორც საავიაციო, ისე მასთან ასოცირებულ ინდუსტრიებში. ქუთაისში ჩვენი მუდმივი ზრდა კიდევ უფრო უძლიერებს Wizz Air-ის ვალდებულებას საქართველოს, ქალაქისა და ქუთაისის აეროპორტის მიმართ, ასევე ატიმულირებს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორებს საქართველოში. ჩვენ ახლა უკვე გთავაზობთ 41 მიმართულებას 19 ქვეყნის მიმართულებით და  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ავიაფლოტს“, აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო.