უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრთნაკადი ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადმა 6 მლნ მგზავრი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 4,8 მლნ მგზავრს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის თვითმფრინავების დატვირთულობის კოეფიციენტი 89,7%-დან 94,9%-მდე გაიზარდა.
ბოლო 12 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადის რაოდენობა 45,4%-ით გაიზარდა და 55,4 მილიონ მგზავრს მიაღწია. მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 38,1 მილიონი მგზავრი იყო.