უნგრული „ლუკოსტერი“ Wizz Air-ი კომპანია SITA-ს დაკარგული და არასწორად დამუშავებული ბარგის საძიებო გლობალურ სისტემა WordTracer-ს შეუერთდა, რომელიც ავიაგადამზიდავს ბარგის დაბრუნების ხანგრძლივობას შეუმცირებს.

აღნიშნული სისტემით 2800 აეროპორტში 460 ავიაკომპანიაზე მეტი უკვე სარგებლობს.

ამიერიდან Wizz Air-ის მგზავრები დაკარგული ბარგის შესახებ გაკეთებული სათანადო განაცხადის შემდეგ, მიიღებენ სპეციალურ კოდს და WordTracer-ის სისტემის მეშვეობით გააკონტროლებენ თუ რა ეტაპზეა მათი ბარგის მოძიება.

კომპანია SITA-ს მონაცემებით, ბოლო წლებში დაკარგული და არასწორად გადამისამართებული ბარგის რაოდენობა შემცირებულია. თუ კი 2007 წლისთვის 1000 მგზავრზე 187 დაკარგული ჩანთა მოდიოდა, 2017 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1000 მგზავრზე 5.57 ჩანთას შეადგენს

ევროპაში დღეისათვის 1000 მგზავრზე დაკარგული 6.94 ჩანტა მოდის, აზიაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.92 ჩანთაა.