ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში, მსოფლიო პანდემიის პირობებში, ავიაკომპანიამ საქართველოდან ბაზირებული თვითმფრინავები გაიყვანა.
მეორე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან ერთად, განახლდება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით.
ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები უკვე არსებულ მიმართულებებზე : ფრენები, რომლებიც ამ დრომდე, კვირაში ორჯერ სრულდებოდა, მეორე ბაზირებული თვითმფრინავის დაბრუნებასთან ერთად, სამჯერ შესრულდება.
ჟაჟა ტრუბეკი, WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:
„მოხარულები ვართ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში მეორე ბაზირებული ხომალდი დაბრუნდა. აღნიშნული სიახლე, საშუალებას გვაძლებს, მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები და მეტი რეისები. ეს ყველაფერი არაა, ქართულ ბაზართან დაკავშირებით ავიაკომპანიას საინტერესო გეგმები აქვს. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ მრავალი კარგი სიახლით დაგიბრუნდებით!“
შეგახსენებთ, რომ გეგმური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზეზით, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხურება.
ამ დროის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air-ის ფრენები, 14 დღის განმავლობაში, თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.