ევროპული ავიაციის დატვირთულ ცაში, Wizz Air ხელმისაწვდომი მოგზაურობის სინონიმია. 20 წლის წინ დაარსებული კომპანია მალე გაიზარდა და ევროპის ერთ–ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გახდა. ამან რევოლუცია მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში და მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს მოგიყვებით რა გზა გაიარა ავიაკომპანიამ და როგორ გახდა ევროპის წამყვანი ძალა საავიაციო ინდუსტრიაში.
პირველი ნაბიჯები
2003 წლის სექტემბერში, ექვსი ადამიანი, საერთო ხედვის გარშემო გაერთიანდა და დააარსა Wizz Air. მათი მთავარი მისია იყო შეექმნათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც საჰაერო მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. იოჟეფ ვარადის ხელმძღვანელობით, იდეამ სწრაფად მოიპოვა მიმზიდველობა. 2004 წლის 19 მაისს, Wizz Air-მა პირველი რეისი კატოვიცედან ლონდონის მიმართულებით განახორციელა. ასე დაიწყო ახალი ეპოქა დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ისტორიაში.
სწრაფი ზრდა
Wizz Air-ის ზრდა მეტეორული იყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, არსებობდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საჭიროება, თუმცა მიწოდება ვერ პასუხობდა მოთხოვნას. სწორედ ამ ბაზრებზე ფოკუსირდა Wizz Air, ეფექტიანად შეამცირა ხარჯები და დაიწყო თვითმფრინავების მაღალი გამოყენება. ამ მიდგომამ, ავიაკომპანიას საშუალება მისცა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა კონკურენტუნარიანი ტარიფები. შედეგად, Wizz Air-მა სწრაფად მიაღწია წარმატებას და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად მალე გადაიქცა.
სტრატეგიული ინოვაციები წარმატების წინაპირობაა
აღსანიშნავია, რომ სწორედ სტრატეგიულმა ინოვაციებმა შეუწყო ხელი Wizz Air-ის წარმატებას. ავიაკომპანიამ აირჩია Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავების ერთი ტიპის ფლოტი, რომელმაც გაამარტივა ტექნიკური და სასწავლო პროცესები. გარდა ამისა, Wizz Air-ის მიერ მეორადი აეროპორტების გამოყენებამ შეამცირა საოპერაციო ხარჯები და დააჩქარა დაბრუნების დრო. ეს ეფექტურობა კი, მგზავრებისთვის ბილეთების დაბალ ფასებში ითარგმნა.
კმაყოფილი მომხმარებლები – ეს ავიაკომპანიის პრიორიტეტია
მიუხედავად დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელისა, Wizz Air პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებელთა კმაყოფილებას. ავიაკომპანიამ დანერგა სერვისების ფართო სპექტრი, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს მიიღონ მოგზაურობის სრულყოფილი გამოცდილება. პრიორიტეტული ჩასხდომიდან დაწყებული, ფართო ადგილების არჩევით დასრულებული, Wizz Air უზრუნველყოფს მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას კომპრომისის გარეშე. ავიაკომპანიამ მალევე დანერგა ციფრული ინოვაციები და დაჯავშნისა თუ სასურველი სერვისების დასამატებლად, მომხმარებლებს მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია შესთავაზა.
გამოწვევებთან ადაპტაცია
Wizz Air-ის, ისევე როგორც მრავალი კომპანიის სიძლიერე, Covid-19 პანდემიის დროს, დადასტურდა. პანდემიამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა მრავალი ინდუსტრია, თუმცა მათ შორის, ყველაზე მწვავედ ავიაციას შეეხო. ავიაკომპანიამ სწრაფად უპასუხა გამოწვევებს, დანერგა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონტროლის მკაცრი ზომები, თანაც ისე, რომ არ შეუწყვეტია ახალი მიმართულებების დამატება და საოპერაციო ქსელის გაფართოება. ამ ადაპტაციამ არა მხოლოდ უზრუნველყო Wizz Air-ის გადარჩენა, არამედ განაპირობა შემდგომი ზრდა პოსტპანდემიურ ეპოქაში.
Wizz Air საქართველოში
Wizz Air-მა საქართველოში შეცვალა სამოგზაურო თამაშის წესები. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქუთაისში პირველი მარშრუტი განახორციელა, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ოპერაციები და საქართველო ევროპის მრავალ ქალაქთან დააკავშირა. საქართველოში Wizz Air-ის ოპერირება რომ ძალიან წარმატებულია, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია ზედიზედ მრავალი წელია ინარჩუნებს ბაზრის ლიდერის პოზიციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Wizz Air-მა გააძლიერა ტურისტული და ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, ქართველ მოგზაურებს კი მეტი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზა.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 211 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.