ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ მომსახურებას, WIZZ Flex-ს ამატებს.

WIZZ Flex, ავიაკომპანია Wizz Air-ის ახალი მომსახურებაა, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლებს შეეძლებათ გააუქმონ ფრენა ჩასხდომის დაწყებამდე 3 საათით ადრე. ამის სანაცვლოდ კი დამატებითი თანხა არ გადაიხადონ. უფრო მეტიც, გაუქმებული ბილეთის საფასურის 100%, მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ავიაკომპანიის კრედიტზე გადაირიცხება. იმ მომხმარებლებს, ვინც ბილეთის ჯავშანს WIZZ Flex მომსახურებას დაამატებს, მოგზაურობის თარიღისა და მიმართულების შეცვლა უსასრულო რაოდენობით შეეძლებათ.

ბოლო პერიოდიში, Wizz Air-მა ხომალდებზე გააძლიერა ჰიგიენის ნორმები, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მომხმარებლებისა და თანამშრომელების ჯანმრთელობა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ფრენის განმავლობაში, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ევალებათ სახის ნიღბის გამოყენება. ხოლო ბორტგამცილებლებისათვის სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება.

Wizz Air-ის ხომალდები რეგულარულად მუშავდება ინდუსტრიაში წამყვანი ანტივირუსული საშუალებებითა და იწმინდება მკაცრად გაწერილი ყოველდღიური გრაფიკით. თვითმფრინავში ჩასხდომისას, თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები. Wizz Air-ის ხომალდში ვეღარ შეხვდებით ჟურნალებს, ხოლო თვითმფრინავის ბორტზე შესყიდვები მხოლოდ უკონტაქტო გადახდით განხორციელდება.

მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლი. ასევე, ფრენასთან დაკავშორებული ნებისმიერი გადახდა, (მაგალითად: ბარგის გადასახადი, WIZZ Priority და ა.შ.), უმჯობესია მოხდეს ონლაინ, რათა მინიმუმადე დავიდეს ფიზიკური კონტაქტი აეროპორტის სივრცეებში.

იხილეთ ვიდეო ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის ახალი პროტოკოლის შესახებ.

ასევე ავიაკომპანია ყველა მიმართულებით ავიაბილეთებზე 30%-იან ფასდაკლებას აცხადებს!