ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყველაზე დაბალბიუჯეტიან და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air -ის ავიაფლოტს დღეს ჰამბურგში დამზადებული Airbus A321NEO შეემატა. ახალი თაობის ეარბას A321neo თვითმფრინავი აღჭურვილია ორი Pratt & Whitney GTF ძრავით, აღჭურვილია 239 ერთადგილიანი კონფიგურაციის სალონით და ვიზეარს მაქსიმალურ მოქნილობას, საწვავის ეფექტურობასა და დაბალ საოპერაციო ხარჯებს სთავაზობს.

ვიზეარი ევროპის გარშემო 108 Airbus A321 და A320 თვითმფრინავებით ოპერირებს. ხოლო 5 A321ceo, 256 A321neo და A320neo მოდელების შეკვეთით, ვიზეარი ეარბასის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება.

A320neo და ეარბასის „ოჯახის“ სხვა თვითმფინავები უახლესი თაობის ძრავებითაა აღჭურვილი, რომლებიც 50%ით ამცირებს ხმაურს და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გარემოსდაცვითი კუთხითაც, Pratt and Whitney‘s GTF ძრავს ნამდვილად შესწევს უნარი საწვავის წვა 16%ით შეამციროს, აზოტის ოქსიდის ემისიები კი 50%ით.

ჰამბურგში, ოფიციალურ ცერემონიაზე საუბრისას, ვიზეარის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა: „დღეს ჩვენ ვიზეარის ისტორიაში ახალ ეპოქას ვიწყებთ, A321neo ჩვენს მზარდ ავიაფლოტს შეუერთდება და თამაშის წესებს ნამდვილად შეცვლის. ვიზეარი აგრძელებს გაფართოებას ევროპის მასშტაბით და მსგავსი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმფრინავები საშუალებას მოგვცემს გავხდეთ მსოფლიოს ლიდერები დაბალი საოპერაციო ხარჯით, რაც თავის მხრივ ბილეთების დაბალ ფასზე აისახება. ჩვენი ახალგაზრდა ფლოტითა და თანამშრომლებით ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი და დაცულობა შევუქმნათ.“

„ჩვენ ვულოცავთ ვიზეარს, ჩვენს უმსხვილეს მომხმარებელს, ამ დღეს და ვამაყობთ, რომ მათი ზრდისთვის და განვითარებისთვის ფუნდამენტურია A321neo თვითმფრინავის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია – საწვავის დამზოგველობა.“ – აღნიშნა ეარბასის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, კრისტიან სქერერმა.

.“ვაფასებთ იმ ნდობას, რაც ვიზეარმა გამოგვიცხადა, ვითვალისწინებთ ინდუსტრიის მთავარ მოთხოვნებს და დარწმუნებული ვართ უახლესი GTF  ტექნოლოგია უზრუნველყოფს ვიზეარის ფლოტის გამართულობას და გარემოსდაცვით სარგებელს მრავალი წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა Pratt & Whitney მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, რიკ დურლომ.

„ჩვენ, FPG Amentum, ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ვიზეართან პარტნიორობით. ეს პირველი NEO ტიპის თვითმფრინავია კომპანიისთვის და ამჟამად კიდევ შვიდის დამატება გვაქვს დაგეგმილი. უფრო მეტიც, ჩვენ ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და გახანგრძლივებას მომავალში.“ – აღნიშნა იმონ ფორბსმა, FPG Amentum-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა.