გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ეს სიახლე საინტერესოა არა მხოლოდ მოგზაურებისთვის, არამედ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც. 3 ივნისიდან გაიღება კიდევ ერთი კარი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მორიგი დანიშნულების ადგილი – ეს არის ახდენილი ოცნება ფეხბურთის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კარგად იცნობს ქართველ ამომავალ ვარსკვლავებს.
გამოჰყევით თქვენს საყვარელ ქართველ ვარსკვლავებს საფრანგეთში
ლიონი ახლა მხოლოდ ერთი ფრენით არის დაშორებული. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ პირდაპირ სტადიონზე, ცოცხლად გამოსცადონ პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მღელვარება და უყურონ გიორგი მიქაუტაძის თამაშს. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ლიონის ოლიმპიკში თამაშობს და თავისი ოსტატობით აოცებს გულშემატკივრებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მოთამაშე აგრძელებს კარიერას, მისი პოპულარობა და მნიშვნელობა კი ყოველდღიურად იზრდება საფრანგეთში. Wizz Air-ის ახალი მარშრუტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მის თამაშებს სტადიონზე და დატკბეთ ქართველი ვარსკვლავის წარმატებით.
თუმცა, ქართული ფეხბურთის მაგია ლიონს სცდება. საქართველოს საფეხბურთო სენსაცია ხვიჩა კვარაცხელია სულ ახლახანს შეურთდა პარი სენ-ჟერმენს (PSG) და თავისი ნიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბში გადაიტანა. უკვე რამდენიმე წელია, რაც Wizz Air-ი ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით დაფრინავს და გულშემატკივრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მსოფლიო დონის ფეხბურთი და გახდნენ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის მონაწილეები.
ახალი ერა ფეხბურთის მოყვარულთათვის
Wizz Air-ის ხელმისაწვდომ და კომფორტულ ფრენებთან ერთად, საფრანგეთში მოგზაურობა საფეხბურთო თავგადასავლებისთვის უკვე რეალობაა. მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობთ მიქაუტაძეს ლიონში თუ კვარაცხელიას პარიზში, Wizz Air-ი გთავაზობთ შეუფერხებელ და ბიუჯეტურ მოგზაურობას, რათა თქვენი საყვარელი მოთამაშეების ბრწყინვალება ევროპის ყველაზე დიდ სტადიონებზე დაინახოთ.
დაგეგმე მოგზაურობა ახლავე!
ქუთაისი-ლიონის პირველი რეისი 3 ივნისს აფრინდება, ასე რომ დაჯავშნეთ თქვენი ბილეთი დღეს და მოემზადეთ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი – ფეხბურთის ვარსკვლავების ნახვა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თუ უბრალოდ ფრანგული გამოცდილების მიღება – Wizz Air-თან ერთად ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რეისი გაშორებთ.