Wizz Air-ი, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, 2024-2025 წლის ზამთრის სეზონს იწყებს განახლებული განრიგითა და 40-ზე მეტი ახალი მარშრუტით მის მრავალფეროვან ქსელში. ზამთარში Wizz Air-ი დაამატებს ფრენებს იტალიის სალერნოს ახლად გახსნილი აეროპორტის მიმართულებით, ავიაკომპანია უბრუნდება საბაზისო ოპერაციებს კიშინიოვში, მოლდოვაში და ამატებს უნიკალურ მიმართულებებს, როგორიცაა სფინქსი (კაირო) და შარმ ელ შეიხი ეგვიპტეში, მარაკეში მაროკოში, შტუტგარტი გერმანიაში. ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია ამ მიმართულებებით 600-ზე მეტ ფრენას განახორციელებს.
Wizz Air-ი ამ სეზონზე თავის მგზავრებს 28 მილიონზე მეტ ხელმისაწვდომ ადგილს სთავაზობს, რაც ოპერირების დაწყების დღიდან ზამთრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას.
მიუხედავად რთული ოპერაციული მდგომარეობისა, 2024 წლის ზაფხულში, ავიაკომპანია აირჩია თითქმის 40 მილიონმა მგზავრმა. ავიაკომპანიამ განახორციელა თითქმის 200 000 ფრენა 99,3%-იანი მაჩვენებლით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ინდუსტრიაში.
გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში, Wizz Air-მა ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა. ავიაკომპანია ახლა გთავაზობთ საწევრო პაკეტების განახლებულ პორტფელს, მათ შორის All You Can Fly-ს, WIZZ MultiPass-ს სხვა ბაზრებზე და Wizz Discount Club Premium-ს. მოგზაურებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად Wizz Air-მა ოფიციალურ აპლიკაციაში დაამატა Apple Pay-თა და Google Pay-ით გადახდის ვარიანტები და დანერგა Revolut ბარათები ბორტზე შესყიდვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა შეინარჩუნა ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში, საშუალოდ 52,6 გრამი CO2 თითო მგზავრზე/კილომეტრზე 12 თვის განმავლობაში. Airbus-თან ერთად ავიაკომპანია ანახლებს SAF-ის ოპერაციებს RefuelEU-ის რეგულაციის ამოქმედებამდე, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის იანვარში.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციის მენეჯერი, ოლივია ჰარანგოზო:
„მოხარულები ვართ, რომ ვუახლოვდებით ჩვენს ყველაზე მრავალფეროვან ზამთრის სეზონს და ვთავაზობთ ათობით ახალ მარშრუტს ჩვენს მომხმარებლებს, მათ შორის, ხელახლა ვაკავშირებთ ქუთაისსა და ვროცლავს. მუდმივად მზარდი უახლესი ფლოტით ვაგრძელებთ ინვესტიციებს ჩვენი საქმიანობისა და მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ასევე ვინარჩუნებთ ინდუსტრიაში მდგრადობის უმაღლეს სტანდარტებს.”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2023 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.