ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air „ვარდისფერი“ პარასკევის სპეციალურ შეთავაზებას აანონსებს და 11-55 მოგზაური ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 2018 წლის 15-22 ნოემბერს დაჯავშნულ ყველა რეისზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

Wizz Air მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობები შესთავაზოს. თუ თქვენ ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ან სულაც ბოლო წუთს მეგობრებთან ერთად ჯგუფური დასვენება გადაწყვიტეთ, Wizz Air-ის ფართო ქსელი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. რატომაც არ უნდა გაექცეთ კლებად ტემპერატურას და აღმოჩნდეთ თბილ, მზიან ზამთარში?! ან პირიქით, იქნებ ზამთრის კურორტებზე მოგზაურობა უფრო მოგწონთ და დროა, Wizz Air-ის შესაბამისი მიმართულებები დავჯავშნოთ?!

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით  და ახალი მოგზაურობა დაგეგმონ Wizz Air-ის საქართველოს ქსელში დღეს არსებული 21 მიმართულებიდან 14 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბერლინში, ვენაში, რომში, ბუდაპეშტში, ვარშავასა თუ პარიზში.

ვინაიდან მგზავრობისთვის შესაბამისი დრო ყოველთვის მოიძებნება, Wizz Air ენთუზიასტ მოგზაურებს, რომლებიც მომავალ სეზონზე დასვენებას გეგმავენ, აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, ავიაკომპანიის სუპერ დაბალი ფასებით მეგობრებთან ერთად ისარგებლონ, 10%-იანი ფასდაკლებით დაჯავშნონ ბილეთები ყველა მიმართულებით და ზამთრის დასვენების დღეები დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.

10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ 11-დან 55-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს. შესაბამისად, თუ თქვენ ოჯახისთვის განსაკუთრებული სურპრიზის მოწყობას გეგმავთ, ან, უბრალოდ, ისწრაფვით ცვლილებებისკენ და, მეგობრებსა თუ კოლეგებთან ერთად, მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიისა თუ სამზარეულოს მქონე  განსხვავებული ქალაქების აღმოჩენა გსურთ, სწორედ ახლა არის დრო, რომ გადმოწეროთ WIZZ მობილური აპლიკაცია ან ესტუმროთ ვებ-გვერდს www.wizzair.com, მოამზადოთ სამგზავრო ჩემოდანი და Wizz Air-ის ბორტზე ახვიდეთ.

10%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მოქმედებს ჯგუფურ ჯავშნებზე და ეხება აეროპორტის მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც, თუმცა მასში არ მოიაზრება ფასდაკლება ადმინისტრაციულ საფასურზე. შეთავაზება ხელმისაწვდომია 2018 წლის 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის 24:00 საათამდე. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ბილეთი დაიჯავშნოს wizzair.com-ზე. ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ 11-55 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სტუდენტებისა და პენსიონერების ჯგუფების კატეგორიას. შეთავაზება ეხება მხოლოდ იმ ჯავშნებს, რომელთა ფასიც ავტომატურად გამოჩნდება და არა მგზავრის მიერ ტარიფის გახსნის მოთხოვნის შესაბამისად.  მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია და მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაჯავშნონ მაქსიმუმ 2019 წლის 31 მარტს დაგეგმილი რეისი.

ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 105 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 142 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.  ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.  ახლახანს ავიაკომპანიას AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მიენიჭა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს. ასევე ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა. www.wizzair.com.