ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air სოფიაში ახალ ანგარს ხსნის. აღნიშნული ტექნიკური ცენტრი არის ავიაკომპანიის პირველი ობიექტი ბალკანეთის რეგიონში, ხოლო მეოთხე ევროპის ფარგლებში.
ბულგარეთში დაფუძნებული თანამედროვე ცენტრი ავიაკომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას განაპირობებს. ამასთან, ცენტრი ითავსებს ავიახომალდის დამატებითი სადგომის ფუნქციას, რაც ერბას A320 ტიპის ავიახომალდების ადგილობრივი საექსპლუატაციო შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს.
სოფიაში ამოქმედებულ ახალ ტექნიკურ ობიექტს ხაზის შენარჩუნებისთვის საჭირო წელიწადში 300-ზე მეტი სარემონტო სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ანგარში არსებული ლითონის დამუშავებისა თუ კომპოზიციური სარემონტო ობიექტებისა და მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, შესაძლებელია ლითონის საბაზისო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც.
ოპერირების დაწყებიდან 14 წლის შემდეგ, Wizz Air-ის ფლოტი უკვე 100-ზე მეტ ავიახომალდს ითვლის, ევროპის მასშტაბით ავიაკომპანიის მოქმედების არეალი კი ყოველწლიურად საშუალოდ 20 პროცენტით იზრდება. ავიაკომპანიის ფლოტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ევროპაში, ამჟამად 71 ეარბას A320 და 31 ეარბას A321 ტიპის ავიახომალდს აერთიანებს. ავიაკომპანიის ეარბას A320 ტიპის ავიახომალდები დღეში საშუალოდ 13 საათს ოპერირებენ, რაც კომპანიას მინიმალური დანახარჯების შენარჩუნებისა და მომხმარებლებისთვის ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს.
Wizz Air-ის სამომავლო ზრდის გეგმები უკავშირდება უახლესი ტექნოლიით აღჭურვილი 266 ეარბასის ტიპის ავიახომალდის შეკვეთას, რომელთა მიწოდებაც 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება და, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქსელის გაფართოებას. Wizz Air-ის მიზანია, მოექცეს ევროპის 5 საუკეთესო ავიაკომპანიათა შორის. შესაბამისად, ავიაკომპანია განაგრძობს ბაზრის სტიმულირებას, რასაც საჰაერო მგზავრობის უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობა განაპირობებს.
Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას, რასაც17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდის დამატება ადასტურებს. აღნიშნული გადაყვეტილება 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.
საქართველოსა და ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით Wizz Air-ის მომხმარებელთა რიცხვი 51%-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ავიარეისები მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას. ამას ადასტურებს ბოლო ათწლეულის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ხელი შეუწყო საქართველოს საავიაციო და ტურისტულ სექტორებში დასაქმების ზრდას და 2017 წელს 230-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.
Wizz Air 2018 წელს საქართველოში მოქმედ რეისებზე 720 000-ზე მეტ ადგილს უზრუნველყოფს, რაც წლის განმავლობაში 94%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ავიაკომპანია ცდილობს, მაქსიმალურად მოერგოს მოთხოვნებს მის დაბალფასიან ბილეთებსა და მგზავრობის შესანიშნავ გამოცდილებაზე.
„მოხარულები ვართ, რომ სოფიაში გავხსენით ახალი ანგარი, პირველი ტექნიკური ცენტრი ბალკანეთის რეგიონში, საშუალოდ 300 სარემონტო სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობით. აღნიშნული ინვესტიცია ვიზეარის წვლილს ბულგარეთში, კერძოდ სოფიაში, კიდევ უფრო აძლიერებს და დამატებითი ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ვიზეარის მზარდმა ფლოტმა ახლახანს აღნიშნა მეასე თვითმფრინავის დამატება და, როგორც ბულგარეთის რიგით პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კვლავ აგრძელებს ზრდას, მომხმარებელთათვის მეტი და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობების შექმნას როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, განაცხადა სოფიაში გამართული პრეს-კონფერენციაზე ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ.