“საქართველოდან არ გავსულვათ ჩვენი ნებით ან სურვილით, არამედ ჩვენმა ავიაკომპანიამ ბაზარი დატოვა “ლოქდაუნის“ და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც არამარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ სხვა მთავრობებმაც მიიღეს”, აცხადებს გადაცემა “საქმიანი დილის” რუბრიკა “საუბრები ავიაციაზე” ინტერვიუში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორი. ჯოზეფ ვარადის განმარტებით, Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარს მარტი-აპრილიდან დაუბრუნდება.

“ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოს, როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა ავიაკომპანიისთვის და ამის გამოძახილი იყო ჩვენი გადაწყვეტილება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ჩვენს თანამშრომელს რომელიც საქართველოში გვყავდა შრომითი ხელშეკრულებები შევუნარჩუნეთ და გადავანაწილეთ სხვა ლოკაციებზე როგორც ადამიანური რესურსი, ასევე თვითმფრინავები.

ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს ერთგული და დავბრუნდებით მაშინვე, როგორც კი ბაზარი გაიხსნება და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება მომავალი წლის მარტი – აპრილის თვეში. ცხადია დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონიმიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება და ხელმისაწვდომი იქნება გონივრულობის ფარგლებში, Wizz Air-ი დაბრუნდება და ბაზა გაიხსნება ქუთაისის აეროპორტში”, – აცხადებს Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი.