უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გეგმავს უახლოესი 5 წლის განმავლობაში საკუთარი ავიაპარკში Airbus-ის რაოდენობა გააორმაგოს. საბარია ავიაპარკში საჰაერო ხომალდების 383-მდე ზრდაზე. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანიის ფლოტი გაიზრდება 177 თვითმფრინავამდე, 2023 წელს – 212-მდე, 2024 წელს – 234-მდე, 2025 წელს – 273-მდე, 2026 წელს – 325-მდე და 2027 წელს – 383-მდე.

“ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის განვითარება ჩამორჩება დასავლეთ ევროპას. როგორც მშპ იზრდება რეგიონში, ასევე იზრდება მოთხოვნა საჰაერო მოგზაურობაზე. ისტორიულად, რეგიონში ჩვენი ზრდის 75% ბაზრის ზრდას უკავშირდება. დასავლეთ ევროპაში ჩვენ ვთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომ სერვისს”, – ნათქვამია Wizz Air-ის ანგარიშში.