გვინდა ბოდიში მოვიხადოთ საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო, – აცხადებენ ავიაკომპანია Wizz Air-ში.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიამ ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გამოასწორა და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად.
„Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. მას შემდეგ, ჩვენ 4 მილიონზე მეტი ადამიანი დავაკავშირეთ ევროპას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.
გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია – https://lxm-group.aflip.in/Wizz_Europe_April_May-2023_full%20mag.html#page/58.
მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
კიდევ ერთხელ გვსურს მოვიხადოთ ბოდიში მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.