რომელი ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომელებიც საქართველოს მიმართულებით განაახლებენ ოპერირებას მალე გახდება ცნობილი. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფრენების განახლების სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ უკვე დააფიქსირა. 

“სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება ავიაკომპანიების არამარტო დასტური, არამედ ფრენების კონკრეტული თარიღები. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან Wizz Air-ი, Ryanair-ი, რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, Turkish Airlines-ი, Israir Airlines-ი, Qatar Airways-ი​”, – განაცხადა ნათია თურნავამ.