Wizz Air-ი  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის დაბრუნებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბაზაზე იმ 2 საჰაერო ხომალდს შეინარჩუნებენ, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ჰყავდათ.

„როდესაც ოპერირებას აღვადგენთ, ვაპირებთ იმ 2 თვითმფრინავის დაბრუნებას, რომელიც საქართველოში გვყავდა ბაზირებული. სხვა განვითარებაზე ახლა ვერ გეტყვით, რადგან ჯერ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სახის შეზღუდვები იქნება და რამდენი მიმართულებით შევძლებთ ფრენას“,- განაცხადა Wizz Air-ის კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.