“ლოუკოსტერი” ავიაკომპანია Wizz Air-ი 12 დეკემბრიდან საფრანგეთის ქალაქ ნიცას მიმართულებით იწყებს ფრენებს. საფრანგეთში საქართველოს საელჩოში განმარტავენ, რომ აღნიშნული რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.
საელჩოს ინფორმაციითვე, ქართულ ავიაბაზარზე შემოვიდა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი, რომელიც ნოემბრიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.