Wizz Air-ი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით მეოთხე დანიშნულების პუნქტს ამატებს. ვარშავას, ვროცლავისა და კატოვიცეს შემდეგ, Wizz Air-ი ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით იფრენს.

ავიაკომპანიის საიტზე ახალი მიმართულება უკვე დამატებულია. აღნიშნულ  მარშრუტზე Wizz Air-ი ოპერირებას 2019 წლის 2 აპრილიდან შეუდგება. ქუთაისი-გდანსკი-ქუთაისის მიმართულებაზე რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს განხორციელდება.

თუ რა ეღირება ავიაბილეთები, აღნიშნულის შესახებ Wizz Air-ის საიტზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ იძებნება.