დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე ოპერირებას აგრძელებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს. 

Wizz Air-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მარშრუტზე ავიაკომპანია ფრენებს 20 დეკემბრიდან განაახლებს, რადგანაც ავიაბილეთები მხოლოდ 20 დეკემბრიდანაა ხელმისაწვდომი.