ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პოლონეთში ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ეკიპაჟის 100-ზე მეტი ახალი წევრის აყვანას აპირებს, პოლონეთში არსებული ბაზებისთვის, რომლებიც გდანსკში, კატოვიცეში, კრაკოვში, ვარშავასა და ვროცლავში მდებარეობს. Wizz Air -ი ავიაკომპანიაში სამუშაოდ იწვევს პოლონეთის და ასევე პოლონეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, ავიაკომპანიაში საკუთარი CV გაგზავნონ.
“ეკიპაჟის ახალ წევრებს, რომლებიც შეუერთდებიან Wizz Air-ის გუნდს, შეუძლიათ ელოდონ კონკურენტულ ხელფასს, საინტერესო და სტაბილურ სამუშაოს, ინდუსტრიის ტრენინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია დაასაქმებს უკრაინის მოქალაქეებს როგორც სამუშაო გამოცდილებით, ასევე მის გარეშე.
“ჩვენ Wizz Air-ში მუდმივად ვვითარდებით, ამიტომ შეგვიძლია შევთავაზოთ ახალი სამუშაო ადგილები პოლონეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ყველა რეგიონში, სადაც ვმუშაობთ და ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვინც ეძებს სამუშაოს. ამჟამად გვაქვს 100-ზე მეტი ვაკანსია. გვინდა დავარწმუნოთ კანდიდატები, რომ Wizz Air-ი ყველა ღონეს ხმარობს დასაქმებისას ინკლუზიურობის პრინციპი დაიცვას. ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებით ავიაკომპანია მხარს უჭერს პოლონეთის ეკონომიკას, რეგიონულ განვითარებას და ზრდის პოლონეთის აეროპორტების კავშირებს ევროპის შორეულ კუთხეებში და მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა Wizz Air-ის ეკიპაჟის წევრების რეკრუტირების უფროსმა მენეჯერმა ანდრაშ რადომ.
ამ დროისათვის უკრაინის მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ბაზებზე გდანსკში, კრაკოვში, კატოვიცეში, ვარშავასა და ვროცლავში.