დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მარშრუტების ქსელს აფართოებს და მგზავრებს რამდენიმე ახალ მიმართულებას სთავაზობს:
გდანსკიდან (პოლონეთი):
მადრიდი, ესპანეთი
კატანია, იტალია
ვილნიუსიდან (ლიეტუვა):
კრაკოვი, პოლონეთი
ფრენების განრიგი:
გდანსკიდან ესპანეთისა და იტალიის მიმართულებით:
ახალი რეისები 2025 წლის 28 ოქტომბრიდან ამოქმედდება და კვირაში სამჯერ შესრულდება:
სამშაბათობით
ხუთშაბათობით
შაბათობით
ვილნიუსიდან კრაკოვის მიმართულებით:
ამ მარშრუტზე Wizz Air-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.
პირველი რეისი 2025 წლის 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება:
ორშაბათობით
ოთხშაბათობით
პარასკევობით
კვირაობით
ყველა ახალი მარშრუტის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.