Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, აცხადებს მიღებას პილოტთა აკადემიაში. პროგრამა უზრუნველყოფს უნიკალურ, მარტივ და ფინანსურად ხელმისაწვდომ გზას Wizz Air-ში კომერციული პილოტის პოზიციაზე მოხვედრისთვის.
კადეტებს, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანია Wizz Air-ს პილოტთა აკადემიის პროგრამის მეშვეობით, ექნებათ შესაძლებლობა მართონ ავიაკომპანიის მუდმივად მზარდი ახალგაზრდა, ულტრათანამედროვე და მდგრადი Airbus თვითმფრინავების ფლოტი.
ამბიციურ მფრინავ პილოტებს, რომელთაც სურთ შეიტყონ მეტი პროგრამის შესახებ, შეუძლიათ შეუერთდნენ Wizz Air-ის ღია კარის დღეს 2024 წლის 26 ნოემბერს, სასტუმრო Kutaisi Inn-ში, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის, დააკლიკეთ აქ.
არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, დარეგისტრირდით Wizz Air-ის პილოტების ღია კარის დღეზე და შექმენით ევროპული ავიაციის მომავალი ყველაზე დინამიკურ და მზარდ ავიაკომპანიასთან ერთად.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 2024 წლის 26 ნოემბერი, 18:00-20:00 სთ
მდებარეობა: სასტუმრო Kutaisi Inn, ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 2
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“ და „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.