ავიაკომპანია Wizz Air-ი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ავიაპარკის მქონე ავიაკომპანიების რიგებშია. Wizz Air-ი იმ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება, რომელთა ავიაპარკში 100-ზე მეტი საჰაერო ხომალდია, რომელთა საშუალო ასაკი 5.43 წელია.

ევროპაში მხოლოდ ერთ და მსოფლიოში ორ ავიაკომპანიას ჰყავს თვითმფრინავები, რომელთაც ოდნავ დაბალი ასაკის ინდიკატორი აქვს. არსებული მაჩვენებლებით კი “ლოუკოსტერებს” შორის Wizz Air-ი პირველია.

თანამედროვე ავიაპარკი Wizz Air-ის “ცხოვრებაში” მთავარ როლს თამაშობს, რათა ავიაკომპანია ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” TOP-10-ში იყოს

ავიაფლოტის გაფართოებასთან ერთად Wizz Air-ი თანდათან უფრო ეკოლოგიურ კომპანიად ყალიბდება. მიმდინარე წელს “ლოუკოსტერმა” პირველი Airbus A321neo მიიღო, რომელიც აღჭურვილია ორი Pratt & Whitney GTF ძრავით, 239 ერთადგილიანი კონფიგურაციის სალონით, რაც ავიაკომპანიას მაქსიმალურ მოქნილობას, საწვავის ეფექტურობასა და დაბალ საოპერაციო ხარჯებს სთავაზობს. 5 ერთეული A321ceo, 256 A321neo და A320neo მოდელების შეკვეთით, Wizz Air-ი Airbus-ის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება.

A320neo და Airbus-ის „ოჯახის“ სხვა თვითმფინავები უახლესი თაობის ძრავებითაა აღჭურვილი, რომლებიც 50%-ით ამცირებს ხმაურს და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გარემოსდაცვითი კუთხითაც, Pratt and Whitney‘s GTF ძრავს ნამდვილად შესწევს უნარი საწვავის წვა 16%-ით შეამციროს, აზოტის ოქსიდის ემისიები კი 50%-ით.

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air-ი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.