პანდემიამ, რომელსაც მსოფლიო ბოლო რამდენიმე თვეა უმკლავდება მოგზაურობა გაართულა, თუმცა ზოგიერთი ადამიანისა და ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაადგილება . Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი მწვანე ავიაკომპანია, მომხმარებლებს ჩარტერული ფრენების სერვისს სთავაზობს.
Wizz Air– მა გადაწყვიტა მეტი ყურადღება გაამახვილოს ჩარტერული ფრენების სერვისის შემუშავებაზე. ამ სერვისის საშუალებით, ახალ შესაძლებლობებს ვთავაზობთ კომპანიებს, მთავრობებს, სპორტულ გუნდებს, ნებისმიერ ორგანიზაციას ან პიროვნებას, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ჩარტერული ფრენებით, განსაკუთრებით უფრო დიდი ჯგუფებისთვის.
Wizz Air გთავაზობთ:
· შიდა და საერთაშორისო პერსონალურად შესრულებულ ჩარტერული ფრენებს;
· ფრენებს სამშობლოში დაბრუნებისთვის;
· ერთდღიან მოგზაურობას;
· ჩვენ ასევე მზად ვართ შემოგთავაზოთ დამატებითი სერვისები – აეროპორტის VIP წვდომა, პერსონალური კვება და სხვა სპეციალური მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, Wizz Air– მა ახალი პლატფორმა, WIZZ RIDE ჩაუშვა. რომლის საშუალებითაც, ტაქსის და კერძო ტრანსფერების დაჯავშნის ახალი შესაძლებლობა შესთავაზა მომხმარებლებს. პლატფორმა ინტეგრირებულია არსებულ
მობილურ აპლიკაციაში. WIZZ RIDE მომხმარებლებს სთავაზობს უწყვეტ მოგზაურობას, რაც უფრო კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მარშრუტის
დაგეგმვას. საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტიტების ერთმანეთთან დაკავშირებით, WIZZ RIDE ამარტივებს მგზავრობას, რადგან ის უზრუნველყოფს შეუჩერებელ გადაადგილებას – სახლიდან გასვლის მომენტიდან საოცნებო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე.