ავიაკომპანია Wizz Air-ი მგზავრებს შაბათ-კვირას დაგეგმილ ავიარეისებზე შესაძლო დაგვიანებების შესახებ აფრთხილებს – მიზეზი ევროკავშირის ცაზე 2019 წლის ყველაზე დიდი გადატვირთულობაა. თავის მხრივ “ლოუკოსტერს” ევროპაში, 7-8 სექტემბერს, ყველაზე მეტი ფრენების შესახებ ინფორმაცია კი ევროპისა და უნგრეთის ნავიგაციის სამსახურებმა მიაწოდეს.
ავიაკომპანია მგზავრებს სთხოვს, აეროპორტში გამგზავრებამდე კარგად შეამოწმონ ფრენის გრაფიკი და აეროპორტში რეგისტრაციისათვის და ჩასხდომის პროცედურებისთვის აეროპორტში ადრევე გამოცხადდნენ.
ევროკავშირის საავიაციო წესების თანახმად, მგზავრები, რომელთა ფრენები რამდენიმე საათით გადაიდება, ავიაკომპანიამ უფასო საკვებითა და სასმელით უნდა მოამარაგოს. ხოლო რეისის გადადების შემთხვევაში კი მგზავრი სასტუმროთი უზრუნველყოს.