Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე მწვანე, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ფრენის მე-16 წელს აღნიშნავს და 16%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველას, ვინც სამოგზაურო ბილეთებს დღეს შეიძენს.
Wizz Air- მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცედან ლონდონის “ლუტონის” მიმართულებით განახორციელა. ამ დღიდან დღემდე Wizz Air-მა 240 მილიონი ადამიანის ნდობა და ერთგულება დაიმსახურა და ფლოტი 121 AirBus ავიახომალდით გაზარდა. დღესითვის Wizz Air-ს ჰყავს ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ევროპის მასშტაბით – 5.4 წლის საშუალო მანჩვენებლით და მოიცავს მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ერთსაფეხუროვან თვითმფრინავებს და თანამედროვე A321neo.
Wizz Air ასევე იწყებს Flash გაყიდვებს, WIZZ Flex-ზე. მხოლოდ €1-დ, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ WIZZ Flex თავიანთი ბილეთისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუქმონ ფრენები გამგზავრებამდე 3 საათით ადრე, ყოველგვარი გაუქმების საფასურის გარეშე და დაუყოვნებლივ მიიღონ ბილეთის ორიგინალი ღირებულების 100%-ი Wizz კრედიტზე.
ახალ გამოწვევებსა და სანიტარულ ზომებს Wizz Air-მა თავიდან განუცხადა – დიახ – და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენის ახალი პროტოკოლი შეიმუშავა. იმ პირობებშიც კი, როდესაც Wizz Air-ის HEPA ფილტრები თვითმფრინავში ვირუსებისა და ბაქტერიების 99,7%-ით ფილტრაციას უზრუნველჰყოფს როგორც ეკიპაჟი, ასევე მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, რომ ფრენისას თან ატარონ პირბადეები. Wizz Air-ი მკაცრად დაიცავს და მიყვება ყოველდღიური წმენდის გრაფიკს საოპერაციო ფლოტისთვის. ასევე, ღამის განმავლობაში ჩატარდება საჰაერო ხომალდის მთლიანი დეზინფექცია, ოფიციალური მითითებებისა და ნორმების სრულად დაცვით.
შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად Wizz Air-ი ანახლებს საჰაერო ოპერაციებს სხვადასხვა ბაზებიდან. კომპანია მზადაა შეინარჩუნოს ფასები და კვლავ უზრუნველყოს ხელმისაწვდომი მოგზაურობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.
მე-16 დაბადების დღის აღსანიშნად Wizz Air-ი მომხმარებლებს მხიარულ ანიმაციურ ვიდეოს უზიარებს, რათა აცნობოს, თუ როგორ ძალიან მოენატრა ისინი ეკიპაჟს და თუ, როგორც სულმოუთქმელად ელოდებიან მათთან შეხვედრას: https://player.vimeo.com/video/420043966?fbclid=IwAR25hQ5nRmZMT3kaDi6AgFR-jUw_99Tg7nOyvPJZeVtIoO4uHgKa4HjrEgQ
„ჩვენი მე-16 იუბილეს აღნიშვნა არის დასტური იმისა, თუ როგორ სწრაფი ტემპით გაიზარდა Wizz Air-ი პირველი ფრენის განხორციელებიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საავიაციო ინდუსტრიისთვის უაღრესად რთული დრო დგას, ჩვენი კომპანიის წარმატებასა და კონკურენტულ უპირატესობას სწორედ, რომ ფასების პოლიტიკა და სწრაფად მზარდობა განაპირობებს. ჩვენ თავდაჯერებული ვხვდებით ფრენების მომავალს, ვუბრუნდებით და კვლავ ვიწყებთ საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა ლიდერები ვიყოთ ახალ მოცემულობაშიც კი და მოთხოვნის სტიმულირება ულტრა დაბალი ფასებით გვინდა მოვახდინოთ. აქვე, დიდი მადლობა Wizz Air-ის გუნდს თავდადებისა და ერთგულებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებს ლოიალური დამოკიდებულებისთვის. გვჯერა, რომ კიდევ უკეთესი წლებია წინაა!
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მგზავრები ისარგებლებენ სადღესასწაულო ფასდაკლებით. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, სულმოუთქმელად ველოდებით მათ ჩვენს ულტრაეფექტური და თანამედროვე ავიახომალდების ბორტზე“, აცხადებს Wizz Air-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორი ჯოზეფ ვარადი.
* Wizz Air- ის ნახშირორჟანგის ემისია ყველაზე დაბალი იყო ევროპულ ავიახაზებს შორის 2020 წლის აპრილამდე, 12 თვის განმავლობაში (57.2 გრ / კმ / მგზავრი)
** 16%-იანი ფასდაკლება ეხება ყველა გადასახადს როგორც სავალდებულო, ასევე არასავალდებულოს, ადმინისტრაციულ საფასურის გამოკლებით. ფასდაკლების აქცია ძალაში იქნება 2020 წლის 19 მაისს 00.00 საათიდან 23.59 სთ-მდე WIZZ– ის ყველა ფრენისთვის, მგზავრობის პერიოდის შეზღუდვის გარეშე. ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ wizzair.com –ზე ან WIZZ– ის მობილური აპლიკაციით გაკეთებულ ჯავშნებზე.