Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, 2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.
როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს.
გარდა ამისა, Wizz Air-ი გაზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.
მადრიდი, ესპანეთის სიცოცხლით სავსე დედაქალაქი, ისტორიის სიღრმითა და სიმდიდრით გამოირჩევა. დედაქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ამ ქალაქის მდიდარ კულტურას: მოინახულონ პრადოსა და რეინა სოფიას მუზეუმები, სადაც წარმოდგენილია გოიასა და პიკასოს შედევრები, ეწვიონ ულამაზეს რეტიროს პარკს ან დააგემოვნონ გემრიელი ტაპასი ისტორიულ ლა ლატინას უბანში. მადრიდის ენერგიული ატმოსფერო უსასრულო შესაძლებლობებს სთავაზობს შოპინგის, გართობისა და კულინარიის მოყვარულებს, რაც მას ყველა მოგზაურისთვის საყვარელ მიმართულებად აქცევს.
ჰამბურგი, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და შთამბეჭდავი არქიტექტურით, არის ქალაქი, რომელიც ტურისტების გულს თავისი უნიკალური კულტურისა და თანამედროვეობის შერწყმით იგებს. მოგზაურებმა აუცილებლად უნდა დაათვალიერონ ისტორიული შპაიჰერშტადტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ქალაქის გამორჩეული ხელოვნება, რომელიც ელბფილჰარმონიის საკონცერტო დარბაზშია წარმოდგენილი, გულგრილს არავის ტოვებს. ჰამბურგი, თავისი მრავალფეროვანი კულინარიული შეთავაზებებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს ჩრდილოეთ გერმანიაში მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილების მიღება.
ოლივია ჰარანგოზო, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:
„საქართველოდან ევროპული მიმართულებების აღდგენა ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას, შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს კომფორტული და ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. 2025 წელს Wizz Air-ი 400 000 ადგილს ამატებს, რაც მიუთითებს 22%-იან ზრდაზე 2024 წლის ზაფხულთან შედარებით. ვამაყობთ, რომ ვუწყობთ ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურების დაკავშირებას.”
Wizz Air-ი 2025 წლის აპრილიდან ოთხი ბაზირებული ხომალდით განამტკიცებს აღდგენილ რეისებს და გააუმჯობესებს არსებულ კავშირებს ოთხი მოქმედი მიმართულებით. ამ მიმართულებების აღდგენით, Wizz Air-ის მიზანია, შესთავაზოს მგზავრებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი როგორც დასვენებისთვის, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.
2012 წლიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოში გადაიყვანა 6 მილიონზე მეტი მგზავრი, რის შედეგადაც ავიაკომპანია გახდა ხელმისაწვდომი მოგზაურობის საუკეთესო არჩევანი. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნის შემდეგ, Wizz Air-მა საქართველოში, ტურიზმის ინდუსტრიაში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა და ამჟამად ქუთაისში 170-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მდგრადობის პოლიტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია განაგრძობს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტით მუშაობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს ინდუსტრიაში. დღეს Wizz Air-ი 25 დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით აკავშირებს საქართველოს 15 ქვეყანასთან.
აღდგენილი მიმართულებები:
მარშრუტი | სიხშირე | ფასები | Starts |
ქუთაისი – მადრიდი | სამშაბათი, შაბათი | 69.99 ევროდან | 29 აპრილი, 2025 |
ქუთაისი – ჰამბურგი | სამშაბათი, შაბათი | 39.99 ევროდან | 15 აპრილი, 2025 |
ფრენების განახლებული სიხშირე:
Route | Weekly Flights |
ქუთაისი – ათენი | 4 → 5 |
ქუთაისი – ლარნაკა | 5 → 7 |
ქუთაისი – პრაღა | 2 → 3 |
ქუთაისი – თესალონიკი | 3 → 5 |
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 226 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.