Wizz Air-ი, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, მის პირველ Airbus A321XLR (Extra Long Range) თვითმფრინავს Wizz Air UK-ის ფლოტში დაამატებს. საჰაერო ხომალდი 2025 წლის მარტიდან შეუერთდება ლონდონის გეთვიკის აეროპორტის ბაზას. ლონდონის გეთვიკიდან ჯიდაში (საუდის არაბეთი) პირდაპირი მარშრუტის დამატება, აღნიშნავს კონტინენტთაშორისი მოგზაურობის ახალ ეპოქას. Airbus A321 XLR დააკავშირებს ავიაკომპანიის ერთგულ მომხმარებლებს შორეულ მიმართულებებთან, მრავალფეროვან კულტურასთან და ხალხთან. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ის და Wizz Air-ის ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით 134,99 ფუნტი სტერლინგიდან.
ახალი მიმართულებით ფრენა თითქმის 7 საათი გაგრძელდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალი Wizz Air A321XLR თვითმფრინავი განთავსდება იტალიაში, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან განახორციელებს ყოველდღიურ რეისს მილანის მალპენსასა და აბუ დაბის შორის. Airbus A321XLR-ის ნახშირბადის ემისიების რაოდენობა მინიმუმ 30%-ით ნაკლები იქნება სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, რაც ხელს შეუწყობს Wizz Air-ის მისიას ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით.
იოჟეფ ვარადი, Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„Airbus A321XLR არის ყველაზე ეკონომიური თვითმფრინავი თავის კლასში. მისი გაძლიერებული დიაპაზონის შესაძლებლობა Wizz Air-ს საშუალებას აძლევს დააკავშიროს ყველაზე შორეული მიმართულებები მის ქსელში, ამასთან, უზრუნველყოს შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები, დააკავშიროს უფრო მეტი კულტურა, ეკონომიკა და კონტინენტი. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვთავაზობთ უპრეცედენტო ტარიფებს ჩვენს მომხმარებლებს ახალ მარშრუტზე, ლონდონის გეთვიკიდან ჯიდაში. 2020 წელს ლონდონის გეთვიკში ჩვენი ბაზის დაარსების შემდეგ, ჩვენ ვაჩვენეთ ამბიციური ზრდა, რაც ბუნებრივ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებად აქცევს ჩვენი პირველი Airbus A321XLR-ის ამ აეროპორტიდან ოპერირებას,”
ახალი მარშრუტი
მარშრუტი | სიხშირე | ფასები (-დან) | თარითი |
ლონდონის გეთვიკის აეროპორტი– ჯიდა | ყოველ დღე | £134.99 | 2025 წლის მარტიდან |
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 223 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2023 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.