Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.
მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს.
ყოველკვირეული სიხშირის ცვლილება
ქვეყანა | მიმართულება |
ყოველკვირეული
ფრენები: 11-18 მარტი |
ყოველკვირეული
ფრენები: 18-25 მარტი | ყოველკვირეული ფრენები: 25 მარტი-2 აპრილი |
საქართველო | ქუთაისი – ბოლონია | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა |
საქართველო | ქუთაისი – რომი (ფიუმიჩინო) | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა |
საქართველო | ქუთაისი – მილანი (მალპენსა) | 4-ის ნაცვლად 1 ფრენა | 4-ის ნაცვლად 1 ფრენა | 4-ის ნაცვლად 1 ფრენა |
საქართველო | ქუთაისი – ბარი | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა | 2-ის ნაცვლად 1 ფრენა |