უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Holdings Plc მომავალ ფინანსურ წელს შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს, მიუხედავად ძრავებთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემებისა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა ათობით თვითმფრინავი დაეტოვებინა მიწაზე და დროებით შეეჩერებინა მარშრუტების გაფართოება.
კომპანიის წმინდა მოგებამ, მარტში დასრულებული ფინანსური წლისთვის 225.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მის მიერ ადრე გამოცხადებულ 250-300 მილიონი ევროს მიზანს ჩამორჩება. ავიაკომპანიამ Pratt & Wh-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ასევე შეამცირა 2026 წლის მოგების პროგნოზი – 350-400 მილიონ ევრომდე.
Wizz Air ერთ-ერთია იმ მრავალ ავიაკომპანიას შორის, რომლებიც იძულებულნი არიან ექსპლუატაციიდან დროებით ამოიღონ ვიწროკორპუსიანი Airbus-ის თვითმფრინავები, რაც ზიანს აყენებს ტრაფიკის ზრდას და შემოსავლებს.
მარტის ბოლოს, მიწაზე 42 თვითმფრინავი დარჩა და კომპანია ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 2026 ფინანსური წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის 34-მდე შემცირდება. ამის მიუხედავად, Wizz Air გეგმავს ფლოტის ტევადობის 20%-ით გაზრდას.
„2027 წელი ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი იქნება“, – განუცხადა Bloomberg-ს Wizz Air-ისაღმასრულებელმა დირექტორმა.
ივნისის მონაცემებით, Wizz Air-ის აქციები წლიურად 16%-ით გაიზარდა, ჩამორჩება Ryanair-ს (+25%) და უსწრებს EasyJet-ს (+5%).












