ავიაკომპანია Wizz Air-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით 50%-იან ფასდაკლების აქციას აცხადებს. 

“ვულოცავთ 50 წლისთავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს!

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ დღეს საუკეთესოდ აღვნიშნავთ: დიდი ფასდაკლებით ბილეთების ფასებზე!

დაჯავშნეთ შერჩეული რეისები 50%-იანი ფასდაკლებით საამიროების მიმართულებით ან პირიქით და გაემგზავრეთ 2022 წლის 26 მარტამდე, რომ დღესასწაული პირადად აღნიშნოთ!”, აღნიშნულია  Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბრიდან Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იწყებს ოპერირებას, 

როგორ ცნობილია, Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაპარკი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან დაკომპლექტდება.