დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air Holdings PLC-მ მიაღწია შეთანხმებას Airbus Group SE-სთან მიმდინარე შეკვეთების პორტფელის გადახედვის თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, 88 თვითმფრინავის მიწოდება, რომელიც თავდაპირველად 2030 ფისკალურ წლამდე იყო დაგეგმილი, 2033 ფისკალურ წლამდე გადაიდება.
ავიაკომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთების საერთო მოცულობა (273 თვითმფრინავი) უცვლელი რჩება, გადახედილი შეთანხმება Wizz Air-ის ტევადობის ზრდის უფრო მდგრად და მომგებიან ტრაექტორიას შეესაბამება.
ვლილებების ფარგლებში, Wizz Air-მა A321XLR მოდელის თვითმფრინავებზე შეკვეთა 47-დან 11 ერთეულამდე შეამცირა (აქედან 5 უკვე მიწოდებულია). დარჩენილი 36 A321XLR A321neoმოდელად გადაკეთდება.
ეს ცვლილებები მხარს უჭერს Wizz Air-ის მიზანს, 2030 წლამდე მგზავრთა ტევადობის 10-12%-იან ზრდას მიაღწიოს.
ავიაკომპანია გეგმავს, რომ 2029 კალენდარული წლისთვის მისი ფლოტი მთლიანად neo ტიპის თვითმფრინავებისგან შედგებოდეს. კომპანიის განცხადებით, ეს გააძლიერებს მის პოზიციას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად ეფექტური ავიაკომპანიისას. neo მოდელის თვითმფრინავები წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით საწვავის მოხმარების კუთხით მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს.
ამჟამად Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავით და 2025 ფისკალურ წელს 63.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.












