უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აგვისტოში, პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის 100%-ს დაიბრუნებს, აცხადებს ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი.
Wizz Air-ის ხელმძღვანელის თქმით, ივლისში ავიაკომპანიამ მგზავრთნაკადის 90%-ი უკვე დაიბრუნა. ამ შედეგებით კი Wizz Air-ი ევროპაში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-გან გამოწვეული კრიზისისგან თავის დაღწევა შეძლო.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Wizz Air-მა საკუთარი საჰაერო ხომალდების აქტიური გამოყენება დაიწყო. შესაბამისად, თითოეული თვითმფრინავის საშუალო ყოველდღიური ფრენის დრო 10 საათამდე გაიზარდა და მიუახლოვდა კრიზისამდე არსებულ დონეს 12 საათს და მეტს.