ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ინფორმაციით, Indigo Partners-ის გარიგების ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Airbus S.A.S-თან, რომლის ნაწილიც Airbus A321XLR-ის ტიპის 20 საჰაერო ხომალდის შესყიდვას ეხება.
A321XLR ტიპის საჰაერო ხომალდს, A321neo-ს მსგავსად, ექნება 239 სავარძელი, რითაც უზრუნვეყოფილი იქნება საერთო მახასიათებლებლები Wizz Air-ის ახლანდელ ფლოტთან. ასევე, The XLR თვითმფრინავი შეიძლება გამოყენებული იქნას Wizz Air-ის არსებულ ქსელში იმავე ეფექტურობით.
„The A321XLR ყველაზე იაფი და ეფექტური საჰაერო ხომალდია და Wizz Air-სთვის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მომავალში ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს. საჰაერო ხომალდის გაზრდილი შესაძლებლობები კი, საშუალებას მოგვცემს Wizz Map-ის იმ ნიშნულებს დავუკავშირდეთ, რაც ამჟამად მიუღწეველია. დღეს ჩვენ დავფრინავთ 5-6 საათიანი მარშრუტებით და მგზავრები კმაყოფილები არიან, მაგრამ XLR-ით კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი მომსახურების ხარისხი. მომხმარებელს 7-8 საათიან ფრენას შევთავაზებთ“, – ამბობს ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ვარადი.
„A321XLR საჰაერო ხომალდი გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას და კიდევ უფრო დიდ უპირატესობას მოგვცემს თვითმფრინავით გადაადგილების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მინიმუმამდე დაგვყავს გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი. The A320neo არის საჰაერო ხომალდი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს, ზრდის Wizz Air -ის, როგორც ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მნიშვნელობას და ამტკიცებს, რომ ავიაკომპანია უდავოდ ლიდერია ევროპაში“, – განმარტავს ვარადი.
დღევანდელი განცხადების თანახმად, აღნიშნული ბრძანებისა და შეთანხმების მიხედვით, 2026 წლისთვის ავიაკოპოანიას 276 საჰაერო ხომალდი ეყოლება.
Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი დაბალ ფასიანი ავაიაკომპანიაა, იგი 112 Airbus-ის, A320-ის და Airbus A321-ისგან შემდგარ ავია პარკის ოპერირებას ახდენს და მგზავრებს 25 აეროპორტიდან 650-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 146 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ძალიან დაბალი ფასის ავია ბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით არის რეგისტრირებული და ასევე შესულია FTSE 250-ის და FTSE All-Share-ის ინდექსებში. Wizz Air-ი რეგისტრირებულია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საოპერაციო უსაფრთხოების აუდიტში (IOSA), რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ airlineratings.com-ისგან უმაღლესი, 7 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგი მიიღო , ეს არის მსოფლიოს ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქციის რეიტინგების შემდგენი სააგენტო. ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.