ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს ახალი, 3,800 კვადრატულ მეტრზე განლაგებული, უახლესი ტექნოლოგიის ტრენინგ ცენტრი ბუდაპეშტში გახსნა. აღნიშნული სიახლე ავიაკომპანიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

Wizz Air-ის ახალი ტრენინგ ცენტრი უნგრეთის წამყვანმა უძრავი ქონების განვითარების კომპანია WING-მა შექმნა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საავიაციო სასწავლო ცენტრი აღჭურვილია ეარბას A320 ტიპის CAE 7000XR  სერიის ავიახომალდის სრული ფრენის ორი სიმულატორით. 10-წლიანი შეთანხმების ფარგლებში, CAE ასევე უზრუნველყოფს სასწავლო ტექნოლოგიების გამართულ მუშაობასა და მათ სათანადოდ შენარჩუნებას. ტრენინგ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება TFC-ის საავარიო სიტუაციებში ევაკუაციისა და Flame Aviation-ის V9000  ტიპის უახლესი ტექნოლოგიის ხანძარსაწინააღმდეგო სასწავლო ტექნიკა ბორტგამყოლთა მოსამზადებლად. ახლი ცენტრი იქნება ინტეგრირებული დაწესებულება, სადაც ყველა პილოტისა თუ ეკიპაჟის წევრის გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგები განხორციელდება.

რეგიონის უახლეს ტრენინგ ცენტრს ყოველდღიურად Wizz Air-ის მსოფლიო ქსელში დასაქმებული 300-მდე ადამიანის გადამზადების რესურსი აქვს. ცენტრში შესაძლებელია საკლასო ტრენინგების ჩატარება, ასევე ხელმისაწვდომია ფრენისა და თვითმფრინავის სალონში მუშაობისთვის მოსამზადებლად საჭირო სიმულატორებიც. ტრენინგ ცენტრის ფუნქციებში მოიაზრება როგორც პირველადი და პერიოდული მომზადების კურსების, ასევე გამოცდილი საფრენოსნო ეკიპაჟის გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების განხორციელება.

ახალი ტრენინგ ცენტრი Wizz Air-ის პილოტების აკადემიას სექტემბერში უმასპინძლებს. პილოტების აკადემია კომერციული პილოტის ლიცენზიის აღების უნიკალურ შესაძლებლობასა და Wizz Air-ის პილოტად მუშაობის პერსპექტივას უსახავს იმ ახალგაზრდა და ამბიციურ ადამიანებს, რომელთაც, თუნდაც, საერთოდ არ აქვთ ფრენის გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში, Wizz Air ხელს შეუწყობს ყველა კადეტს, რომელიც პროგრამაში ჩაერთვება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს – Wizz Air კადეტების სწავლის საფასურის მნიშვნელოვან ნაწილს წინასწარ დააფინანსებს იმ მიზნით, რომ მათთვის მინიმუმამდე შემცირდეს პილოტის კარიერისკენ სწრაფვის გზაზე არსებული ბარიერები. Wizz Air-ის სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ტრენინგებს პილოტის მოსამზადებელი კონტრაქტორი სკოლები უზრუნველყოფენ.

ახალი ტრენინგ ცენტრი არის 30 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ინვესტიცია იმ ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც პილოტობასა თუ ბორტგამყოლობაზე ოცნებობენ. ახლა თითოეულ მათგანს შეუძლია, აიხდინოს ოცნება ულტრათანამედროვე კომპლექსში, რომელიც ცენტრალური ევროპის ცენტრში, ბუდაპეშტში მდებარეობს.

Wizz Air სამომავლოდ ტრენინგ ცენტრში მესამე სიმულატორის დამატებასაც გეგმავს. ამასთან, Wizz Air უპრეცედენტო ზრდისკენ ისწრაფვის და მიზნად ისახავს, გახდეს ავიაკომპანია, რომელიც 300 ავიახომალდით ოპერირებს.

„Wizz Air უსაფრთხოების უდიდესი კულტურით გამოირჩევა, შესაბამისად ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბუდაპეშტში ვხსნით უახლესი ტექნოლოგიის ტრენინგ ცენტრს, რომელიც ავიაკომპანიის ისტორიის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ახალი კომპლექსი Wizz Air-ის პილოტების აკადემიას უმასპინძლებს და ჩვენი არსებული საფრენოსნო ეკიპაჟის გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგებს განახორციელებს. სასწავლო ცენტრი ქმნის ახალ ერას ეკიპაჟის გადამზადების ისტორიაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Wizz Air მზად არის, გახდეს 300 ავიახომალდითა და ეკიპაჟის 10,000 წევრისგან დაკომპლექტებული ავიაკომპანია, რომელიც ყოველწლიურად 100 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბუდაბეშტში შევკრებთ ნიჭიერ ადამიანებს Wizz Air-ის ქსელში არსებული ქვეყნებიდან და მათ ამ თანამედროვე სასწავლო ცენტრში ეკიპაჟის ახალ წევრებად მოვამზადებთ“, განმარტა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ.

ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს ამ უახლესი ტექნოლოგიის ტრენინგ ცენტრის გახსნისას Wizz Air-ის გვერდზე ვართ. ჩვენ Wizz Air-ის ტრენინგ პარტნიორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ  პარტნიორობას და ტრენინგ ცენტრს ეარბას A320 ტიპის ავიახომალდის სრული ფრენის ორი სიმულატორით უზრუნველვყოფთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო მყარი გახდება მომავალი 10 წლის განმავლობაში“, აღნიშნა CAE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა მარკ პარენტმა.

„WING უნგრეთის წამყვანი ქონების განვითარების კომპანიაა. ჩვენ მიზნად ვისახავთ უნგრეთში მოქმედი წამყვანი კორპორაციებისთვის უძრავი ქონების დაგეგმარების საუკეთესო ვერსიების შემუშავებას და მათთან ხანგრძლივი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას. Wizz Air ერთერთია სწორედ ამ კომპანიათაგანევროპული ბაზრის ლიდერი კომპანია, რომელიც უნგრეთშია ბაზირებული. Wizz Air-ის ახალი, უახლესი ტექნოლოგიის ტრენინგ ცენტრი სტრატეგიული მნიშვნელობისაა უნგრეთის ეკონომიკისთვის. WING-მა პროექტი Wizz Air-თან გაფორმებული ხანგრძლივი იჯარის საფუძველზე შეიმუშავა. კომპლექსი ახლოსაა ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან და მოწინავე საავიაციო ტრენინგ ცენტრია უნგრეთისა და რეგიონის მასშტაბით“, აცხადებს WING- ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნოინ სტეინბერგმა.