Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად სახელდება World Finance Sustainability Awards-ზე.
Wizz Air-ი ლიდერობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიის ინტენსივობით ერთ მგზავრზე/კმ-ზე მის კონკურენტებს შორის და მისი მიზანი CO2-ის ინტენსივობის მნიშვნელოვნად შემცირებაა 2030 წლისთვის. ავიაკომპანიამ 2024 ფისკალური წლის განმავლობაში ნახშირბადის ყველაზე დაბალ ინტენსივობას მიაღწია, რაც 52 გრამს შეადგენს ერთ მგზავრზე/კმ-ზე. ემისიის ინტენსივობის შემცირებული მაჩვენებელი კომპანიის ფლოტის განახლებისა და საუკეთესო ტექნოლოგიურ თვითმფრინავებში ინვესტიციის პირდაპირი შედეგია. Wizz Air-ი მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავებით, რის შედეგადაც ფლოტის საშუალო ასაკი 4.3 წელია. 2024 წლის აპრილში ავიაკომპანიამ დაისახა ახალი მიზანი, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ფრენების 10%-ის განხორციელებას მდგრადი საავიაციო საწვავით. ახალი მისწრაფება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას და განაპირობებს მის ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების 25%-ით შემცირებას თითო მგზავრზე/კმ-ზე.
“Wizz Air-ისთვის დიდი პატივია World Finance-ის აღიარების კიდევ ერთხელ მოპოვება მდგრადი პრაქტიკისადმი ჩვენი ურყევი ერთგულებისთვის. ჩვენი ULCC ბიზნეს მოდელის დიზაინი უზრუნველყოფს ავიაკომპანიის მდგრადობას. ფლოტის განახლებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდის გარდა, ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მდგრად საავიაციო საწვავში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მოკლე პერიოდში. წმინდა ნულოვან მაჩვენებლამდე მისასვლელად ინდუსტრიაში საჭიროა თანამშრომლობა და საავიაციო ეკოსისტემის ყველა შესაბამისი აქტორის გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ განვითარებასა და დაფინანსებას. მთავრობები და პოლიტიკის შემქმნელები თამაშობენ საკვანძო როლს საჭირო მოდელის შექმნაში, რომელიც წაახალისებს სტრატეგიულ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიისა და დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიების მიმართულებით“, – აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი ივონ მოინიჰანი.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 214 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2020 წელს Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATW-ს, ხოლო 2019 და 2023 წლებში ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021 წელს, ხოლო ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად 2022, 2023 და 2024 წლებში. CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში, როგორც „EMEA გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების წლის ჯგუფი“ 2022 წელს.